მაია რჩეულიშვილს “ცენტრ პოინტის” საქმის ერთ-ერთ ეპიზოდზე 7-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

“ცენტრ პოინტის” საქმის “მიონის” ეპიზოდზე ბრალდებულები, მაია რჩეულიშვილი და ქეთევან ჟორდანია სასამართლომ დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ცნობილი რამდენიმე წუთის წინ გახდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, გიორგი ებანოიძის განცხადებით, მაია რჩეულიშვილს თავისუფლების 7 წლით  აღკვეთა შეეფარდა.

მაია რჩეულიშვილსა და ქეთევან ჟორდანიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით აქვთ წარდგენილი, რაც თაღლითობას გულისხმობს. რაც შეეხება ქეთევან ჟორდანიას – აღნიშნულ საქმეზე მას საპროცესო შეთანხმება აქვს გაფორმებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები