თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება, დროებით, შეეზღუდება

დღეს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება, დროებით, შეეზღუდება.
კომპანია „თელასის“ ცნობით, აღნიშნულის მიზეზი სარემონტო სამუშაოებია შეზღუდვა შეეხებათ:
გლდანის რაიონში, 10 საათიდან 18 საათამდე, შეზღუდვა შეეხება მუხიანის II მიკრორაიონის მცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:30 საათიდან 17 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: დიდუბის დასახლების, მოლითისა და თორნიკე ერისთავის ქუჩების მცხოვრებლებს; ხოლო 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება თორნიკე ერისთვის ქუჩის მცხოვრებლებს.
ისნის რაიონში, 11 საათიდან 18 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირისა და ბოგდან ხმელნიცკის ქუჩის მცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონში, 10 საათიდან 18 საათამდე, შეზღუდვა შეეხება გორგასლის ქუჩის მცხოვრებლებს. ხოლო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზრის (ნაწილობრივ), კომკავშირის ხეივნის, სოლოლაკის ხევის, ბოტანიკურის, პუშკინის, ვაჩნაძის, გუდიაშვილის, ასათიანის, ფურცელაძის, მანგალაძის, ჯორჯაძის, თაბუკაშვილისა და ათონელის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
დიდუბის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10 საათიდან 18 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის II კვარტლის, ელიავასა (ნაწილობრივ) და აგლაძის (ნაწილობრივ) ქუჩების მცხოვრებლებს.
 
ხოლო 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ევდოშვილის, თევდორე მღვდლისა და ცემის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
ვაკის რაიონში, 11 საათიდან 16 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ბარნოვის, ნაფარეულის, თაყაიშვილისა და ფალიაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
საბურთალოს რაიონში, 10 საათიდან 18 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: საირმის გორის, საირმის, შმიდტის, ვასო გოძიაშვილის (ნაწილობრივ), ცაგარელის და ბურძგლას ქუჩების მაცხოვრებლებს. ხოლო 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაშლიჯვრის დასახლების, ვაშლიჯვრის IIა ზონის, პეტრიწის, ემხვარის, გოძიაშვილისა (ნაწილობრივ) და მაჭავარიანის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
ჩუღურეთის რაიონში, 10 საათიდან 18 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: მარჯანიშვილის, ნინოშვილის, ჩუბინაშვილის, ჩიტაიას, წინამძღვრიშვილის, მაზნიაშვილის, კიევისა და ჯავახიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო და აცხადებს, რომ, სამუშაოების დასრულების შემდეგ, აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები