გიგი უგულავა: საბანკეტო დარბაზად აქციეს პრეზიდენტის სასახლე

“დავარქვათ თავის სახელი – საბანკეტო დარბაზად აქციეს პრეზიდენტის სასახლე”, – ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ წევრი, გიგი უგულავა საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერის, ხატია მოისწრაფიშვილის განცხადებას, რომლის მიხედვითაც ავლაბრის სასახლეს სახელი შეეცვალა და მას დღეიდან „სახელმწიფო ცერემონიების სასახლე” ეწოდება.
მისივე თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაციულ შენობაზე კონცეფცია უკვე მუშავდება.
„ავლაბრის ყოფილი რეზიდენციისთვის განისაზღვრა ახალი ფუნქცია და, შესაბამისად, სახელწოდებაც. დღეიდან, სასახლეს ეწოდება „სახელმწიფო ცერემონიების სასახლე” და ის უმასპინძლებს მაღალი რანგის ყველა ვიზიტს, შეხვედრასა და მასშტაბურ მიღებებს. შეთანხმება საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარესა და საქართველოს მთავრობის თავმჯდომარეს შორის მოხდა. ჩემთვის ცნობილია, რომ საქართველოს პარლამენტში შესაბამისი კომისია კონკრეტულ კონცეფციაზე მუშაობს. აქ დგას ორი შენობა. ერთი იქნება “სახელმწიფო ცერემონიების სასახლე”, ხოლო ადმინისტრაციული შენობისთვის მუშავდება კონცეფცია და, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, იქ იქნება კულტურული ცენტრი. “სახელმწიფო ცერემონიების სასახლეს” მაღალი რანგის შეხვედრებისთვის ყველა გამოიყენებს”, – განაცხადა მოისწრაფიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები