ქუთაისში ადამიანის ძვლები იპოვეს – ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ

ქუთაისში, რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, ადამიანის ძვლები იპოვეს. ამ წუთებში, ადგილზე პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
წინასწარი ინფორმაციით, ნაპოვნი ძვლები დიდი ხნის წინ გარდაცვლილ ადამიანს ეკუთვნის. სხვა დეტალები, ჯერჯერობით, უცნობია.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები