სლოვაკეთში 9 აპრილის ტრაგედიიდან 30 წლისთავისადმი მიძღვნილი მრგვალი მაგიდა გაიმართა

სლოვაკეთში 1989 წლის 9 აპრილის 30 წლისთავისადმი მიძღვნილი მრგვალი მაგიდა გაიმართა. მოწვეულ სტუმრებს შორის სლოვაკეთის წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიასაშულებების წარმომადგენლები იყვნენ.
შეხვედრაზე საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, რევაზ გაჩეჩილაძემ 9 აპრილის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ მოვლენამ ბიძგი მისცა როგორც საქართველოში, ისე – მთლიანად საბჭოთა კავშირში მოვლენების შემდგომ განვითარებას, რასაც შედეგად საბჭოთა კავშირის დაშლა მოჰყვა.
შეხვედრაზე, ასევე, დღევანდელი საქართველოს მთავარ გამოწვევაზე – რუსეთის მიერ ქვეყნის ტერიტორიების უკანონო ოკუპაციაზე ისაუბრეს. ელჩმა, ასევე, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე ისაუბრა.
სლოვაკი ექსპერტების განცხადებით, საქართველო სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისათვის მაგალითის მიმცემია. შეხვედრაზე, ასევე, დადებითად შეფასდა საქართველოში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანად დარეგულირების კუთხით ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები და ქართული საზოგადოების ტოლერანტულობა აფხაზებისა და ოსების მიმართ, რაც მისაბაძი მაგალითი უნდა იყოს რეგიონის სხვა ქვეყნებისათვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები