პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენცია “სახელმწიფო ცერემონიების სასახლე” გახდა
ავლაბარში, აბდუშელაშვილის N1-ში მდებარე საპრეზიდენტო რეზიდენციას “სახელმწიფო ცერემონიების სასახლე” დაერქმევა.
როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, ლაშა ჟვანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, იქ მაღალი დონის სტუმრებს მიიღებენ.
“ეს არ გახლავთ პრეზიდენტის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება. ეს არის შეთანხმება პრეზიდენტსა და პრემიერს შორის, რომ ავლაბრის რეზიდენციის ძირითად ნაწილს დაერქვას “სახელმწიფო ცერემონიების სასახლე”. ადმინისტრაციულ შენობას რაც შეეხება, ამაზე პარლამენტში შექმნილია საპარლამენტო ჯგუფი, სადაც, დეპუტატებთან ერთად, აღმასრულებელი ხელისუფლებიდანაც არიან ჩართულები და მეც გახლდით ერთ-ერთ სხდომაზე, სადაც იყო მსჯელობა, რა მიმართულებით განვითარდეს ადმინისტრაციის ნაწილი“, – განაცხადა ლაშა ჟვანიამ.