„მადლობა თავისუფლებისთვის” – 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას „ქართული ოცნების ” ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ პატივი მიაგო
9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას გვიან ღამით, რუსთაველის გამზირზე პატივი მიაგეს „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა.
„ზუსტად ამ ადგილას, 30 წლის წინ, ქართველმა ერმა კონსოლიდირება შეძლო. მადლობა თავისუფლებისთვის – მოპოვებულ თავისუფლებას განმტკიცება სჭირდება და ზუსტად ახალგაზრდები უნდა იყვნენ ის ადამიანები, ვინც შეძლებენ, ქართული სახელმწიფოს ევროპული არჩევანის გაზა კიდევ უფრო განამტკიცონ“, – განაცხადა „ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერმა, გიორგი ჩაკვეტაძემ.
ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალთან ასფალტზე სანთლებით მადლობა დაწერეს და ჰაერში მანათობელი ფრანები გაუშვეს.