გიორგი დანელიას დღეს მოსკოვში დაკრძალავენ (ვიდეო)
ფილმ “მიმინოს” რეჟისორს, გიორგი დანელიას დღეს მოსკოვში, ნოვოდევიჩიეს სასაფლაოზე დაკრძალავენ. ამ წუთებში კი გამოჩენილ ქართველ რეჟისორთან მოსკოვის კინოს სახლში გამომშვიდობების ცერემონია მიმდინარეობს, რასაც საინფორმაციო სააგენტო “რია” პირდაპირ ეთერში გვთავაზობს.
რეჟისორის საფლავი მსახიობ გოვორუხინისა და ოლეგ ტაბაკოვის საფლავების გვერდით იქნება.
შეგახსენებთ, რომ ცნობილი რეჟისორი, გიორგი დანელია მოსკოვში გარდაიცვალა. იგი 88 წლის იყო. საავადმყოფოში ფილტვების ანთების დიაგნოზით ჯერ კიდევ თებერვალში მიიყვანეს და ხელოვნურ კომაში იმყოფებოდა.
გიორგი დანელია დაიბადა თბილისში, 1930 წლის 25 აგვისტოს. სწავლობდა მოსკოვის არქიტექტურულ ინსტიტუტში და არქიტექტორადაც კი მუშაობდა.