საქართველოს ელჩმა თურქეთის რესპუბლიკაში ახმეტელის თეატრის დასს სამადლობელი სიგელი გადასცა
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა თურქეთის რესპუბლიკაში გიორგი ჯანჯღავამ ახმეტელის სახელობის დრამატული თეატრის დასს სამადლობელი სიგელი გადასცა.
თეატრის ხელმძღვანელობასა და მსახიობებს, ქართული კულტურის პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი წვლილისათვის, საქართველოს საელჩოს სახელით, სამადლობელი სიგელი გადაეცათ.
ღონისძიება ანკარის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის – “Ethos Ankara International Theatre Festival“- ის გახსნის ფარგლებში წარდგენილი სპექტაკლის “ბრუტუსი, ანუ იულიუს კეისრის მკვლელობ” – ის შემდეგ გაიმართა.
აღსანიშნავია, რომ სპექტაკლი თურქმა დრამატურგმა თუნჯერ ჯუჯენოღლუმ სპეციალურად ახმეტელის თეატრისთვის დაწერა და შეიძლება ითქვას, რომ ეს გახლვათ ერთ-ერთი მასშტაბური ქართულ-თურქული პროექტი, რომლის ფარგლებშიც პიესა „ბრუტუსი, ანუ იულიუს კეისრის მკვლელობა“ ორ, ქართულ და თურქულ ენებზე წიგნად გამოიცა.
ამასთან, 6 აპრილს, თბილისის სანდრო ახმეტელის სახელობის დრამატული თეატრი ცნობილ თურქ დრამატურგთან, თუნჯერ ჯუჯენოღლუსთან ერთად საქართველოს საელჩოში იმყოფებოდა, სადაც გაიმართამათი გულთბილი შეხვედრა საქართველოს ელჩთან და საელჩოს თანამშრომლობით.