მალტაში 45 წლის, საქართველოს მოქალაქე დაჭრეს

​მალტაში, ქალაქ ბირზებუჯში მომხდარი სროლის შედეგად, 45 წლის, საქართველოს მოქალაქე დაიჭრა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაცით, ინციდენტი შაბათს, 6 აპრილს მოხდა. უცნობმა პირმა ” Toyota Starlet”-ის მარკის ავტომობილიდან ცეცხლი გახსნა. ერთი ადამიანი ადგილზე დაიღუპა, ორი კი დაიჭრა – ერთ-ერთი მათგანი საქართველოს 45 წლის მოქალაქეა. სავარაუდო ინფორმაციით, ყველა მათგანი იმიგრანტია.
ინციდენტის მოტივი, ამ დროისთვის, უცნობია. პოლიციას, ჯერჯერობით, დამნაშავე არ დაუკავებია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები