იტალიაში ნახევრადშიშველი ქართველი კაფეში სტუმრებს ნიჩბით თავს დაესხა
იტალიაში, ქალაქ მოლფეტში, საქართველოს წელსზევით შიშველი მოქალაქე კაფე-ბარის სტუმრებს თავს დაესხა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
თვითმხილველების თქმით, საქართველოს მოქალაქე კაფეში შევიდა და განაცხადა, რომ გულის არეში ტკივილს გრძნობს. მოგვიანებით, მან ნიჩაბი აიღო და სტუმრებს თავს დაესხა. კაფე-ბარის მეპატრონემ პოლიცია გამოიძახა, მაგრამ თავდამსხმელი მათ მოსვლამდე გაიქცა. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცს სხეულის დაზიანებები აღენიშნებოდა, გარდა ამისა, მას, სავარაუდოდ, მხედველობის პრობლემა აქვს, ამის გამო კი მანქანა შეეჯახა.
ამ დროისთვის, მამაკაცი პოლიციის განყოფილებაშია მოთავსებული.