„სადახლოზე“, „წითელ ხიდსა“ და „გუგუთში“ არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს
საბაჟო გამშვებ პუნქტებში „სადახლო-საავტომობილო“, „წითელი ხიდი“ და „გუგუთი“, არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს, რუსეთისა და აზერბაიჯანის მოქალაქეების ფიზიკური და მათი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დათვალიერების შედეგად, ჯამურად, 41,800 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი, სატრანსპორტო საშუალება და თითოეულს, სანქციის სახით, ათას ათასი ლარის ოდენობის ფულადი ჯარიმა დაეკისრათ.
„3 აპრილს, საბაჟო გამშვებ პუნქტში „წითელი ხიდი“ აღმოჩენილი სამართალდარღვევის საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს გადაეცა“, – აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.