“ორის მდგომარეობა არის საყურადღებო” – როგორია დიღომში მომხდარი აფეთქებისას დაშავებულთა მდგომარეობა

ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს თქმით, დიღმის მასივში მომხდარი შემთხვევის დროს დაშავებული 8 ადამიანი სხვადასხვა კლინიკაშია მოთავსებული. მისივე განცხადებით, დაშავებულთაგან ორის მდგომარეობა შედარებით საყურადღებოა.
„დღევანდელი უბედური შემთხვევის შედეგად, 8 ადამიანმა მიიღო დაზიანება, ისინი სხვადსხვა კლინიკებში არიან განაწილებული. ორმა მათგანმა უკვე მიიღო ამბულატორიული დახმარება და გაეწერნენ, ორის მდგომარეობა არის საყურადღებო. კრიტიკული მდგომაროება, საბედნიეროდ, არც ერთთან არ არის, მაგრამ ორ პაციენტს, რომელს სასუნთქი გზების დამწვრობა აქვს, ინტენსიური მკურნალობა და მონიტორინგი დასჭირდება.
რაც შეეხება ასეთ შემთხვევებს, ამაზე ძალიან ფართო ჩართულობა არის, როგორც მუნიციპალიტეტის, ასევე შესაბამისი სამსახურებისა, რომ შემოწმდეს და განხორციელდეს ინსპექტირება გაზზე მომუშავე გამათბობელი ხელსაწყოებისა იმ ბინებში, რომლებიც ქირავდება“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.
შეგახსენებთ, რომ თბილისში, დიღმის მასივში საცხოვრებელი კორპუსის მე-3 სართულზე მომხდარმა აფეთქებამ სამი საცხოვრებელი სახლის შიდა და გამყოფი კედლების ნგრევა გამოწვია. შემთხვევის შედეგად, დაშავებულია 8 მოქალაქე, არცერთი დაშავებული ნანგრევებში არ მოყოლილა. აფეთქებამ დააზიანა 4 ავტომანქანა. ადგილზე მუშაობს ყველა შესაბამისი სამსახური.
ამ წუთებში, მეხანძრე-მაშველების 5 ჯგუფი შენობის ნანგრევებისგან გათავისუფლების სამუშაოებს აწარმოებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები