კახა კალაძე: გაზგამათბობლები, რომლებიც კუსტარულად არის დაყენებული, სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს
,,გაზგამათბობლები, რომლებიც კუსტარულად არის დაყენებული, სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს”, -ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
კახა კალაძე დიღმის მასივში მომხდარ აფეთქებას გამოეხმაურა.„პრობ
ლემა არის ის, რომ ჩვენ არაერთხელ გავაკეთეთ განცხადება, მაგრამ ვფიქრობ, უფრო მეტი კომუნიკაციაა საჭირო იმასთან დაკავშირებით, რომ გაზგამათბობლები, რომლებიც კუსტარულად არის დაყენებული, სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. უფრო მეტი კომუნიკაციაა საჭირო, უფრო მეტი ახსნა -განმარტებაა საჭირო მოსახლეობისთვის,“-განაცხადა კახა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ თბილისში, დიღმის მასივში, საცხოვრებელი კორპუსის მე-3 სართულზე მომხდარმა აფეთქებამ სამი საცხოვრებელი სახლის შიდა და გამყოფი კედლების ნგრევა გამოწვია. შემთხვევის შედეგად, დაშავებულია 8 მოქალაქე. საბედნიეროდ, არცერთი დაშავებული ნანგრევებში არ მოყოლილა. აფეთქებამ 4 ავტომანქანა დააზიანა.
ადგილზე მუშაობს ყველა შესაბამისი სამსახური. ამ წუთებში, მეხანძრე-მაშველების 5 ჯგუფი შენობის ნანგრევებისგან გათავისუფლების სამუშაოებს აწარმოებს.