“არცერთი დაშავებული ნანგრევებში არ მოყოლილა” – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური დიღომში მომხდარ აფეთქებაზე ინფორმაციას ავრცელებს

დიღმის მასივში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ინფორმაციას ავრცელებს. მათი ცნობით, შემთხვევის შედეგად, დაშავებულია 8 მოქალაქე. არცერთი დაშავებული ნანგრევებში არ მოყოლილა. აფეთქებამ დააზიანა 4 ავტომანქანა.
“საცხოვრებელი კორპუსის მე-3 სართულზე მომხდარმა აფეთქებამ სამი საცხოვრებელი სახლის შიდა და გამყოფი კედლების ნგრევა გამოწვია. შემთხვევის შედეგად, დაშავებულია 8 მოქალაქე. არცერთი დაშავებული ნანგრევებში არ მოყოლილა. აფეთქებამ დააზიანა 4 ავტომანქანა.ადგ
ილზე მუშაობს ყველა შესაბამისი სამსახური. ამ წუთებში, მეხანძრე-მაშველების 5 ჯგუფი შენობის ნანგრევებისგან გათავისუფლების სამუშაოებს აწარმოებს”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები