დიღომში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით, „კვირასთვის“ დამატებითი დეტალები გახდა ცნობილი (ფოტო)

დიღომში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით, „კვირასთვის“ დამატებითი დეტალები გახდა ცნობილი გავრცელებულ ინფორმაციას, რომ დიღმის მასივში, საცხოვრებელი სახლი, სადაც აფეთქება მოხდა, დაკეტილი იყო, “კვირასთან” ერთ-ერთი ადგილობრივი არ ადასტურებს. როგორც მან “კვირასთან” საუბარში განაცხადა, ბინა, სადაც აალება მოხდა, გაქირავდა და შემთხვევისას, იქ მდგმურს -ახალგაზრდა ქალს ეძინა, რომელიც შენობიდან მალევე გამოიყვანეს.
„როგორც მე ვიცი, ავეჯი ბინაში გუშინ შეიტანეს. შემთხვევისას, იქ ახალგაზრდა ქალს ეძინა. საბედნიეროდ, მისი ბინიდან გამოყვანა მალევე მოხერხდა“, -აღნიშნა „კვირასთან“ ერთ-ერთმა ადგილობრივმა.
მომხდარი ძლიერი აფეთქების შედეგად, ბოლო მონაცემებით, 4 ადამიანი დაშავდა, მათგან ერთის -21 წლის ბიჭის მდგომარეობა მძიმეა. ის ხეჩინაშვილის კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. აფეთქების შედეგად დაშავებულთაგან ერთ-ერთი 7 თვის ბავშვია. ექიმების თქმით, მისი სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
დიღმის მასივში, მე-4 კვარტლის მე-5 კორპუსში ბუნებრივი გაზის დაგროვებისა და მომხდარი აალების მიზეზი, სავარაუდოდ, ექსპლუატაციის წესების უხეში დარღვევა გახდა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ამ დროისთვის, მიმდინარეობს შემთხვევის ადგილის დათვალიერება და შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები