“ყაზტრანსგაზი”: დიღმის მასივში მომხდარი აალების მიზეზი, სავარაუდოდ, ექსპლუატაციის წესების უხეში დარღვევა გახდა
კომპანია „ყაზტრანსგაზი“ თბილისი დიღმის მასივის მე-4 კვარტლის მე-5 კორპუსში ბუნებრივი გაზის აალების შესახებ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. კომპანიის სპეციალისტების განმარტებით, დიღმის მასივში, მე-4 კვარტალის მე-5 კორპუსში ბუნებრივი გაზის დაგროვების და მომხდარი აალების მიზეზი, სავარაუდოდ, ექსპლუატაციის წესების უხეში დარღვევა გახდა.
შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ამ დროისთვის, მიმდინარეობს შემთხვევის ადგილის დათვალიერება და შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.
მეზობლების ინფორმაციით , ბინა, სადაც აალება მოხდა, ქირავდებოდა და ამ დროისთვის დაკეტილი იყო. წინასწარი ინფორმაციით, დამქირავებლებმა საცხოვრებელი ფართი გუშინ დატოვეს.
„ყატრანსგაზ-თბილისი“ კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოსახლეობას, არ დატოვონ გაზდანადგარები უყურადღებოდ.