„ყაზტრანსგაზ-თბილისი“ კუსტარულად დამონტაჟებული გაზგამათბობლებისა და წყალგამაცხელებლების შესახებ მარტის თვის სტატისტიკას აქვეყნებს
2019 წლის მარტში, კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სპეციალისტებმა თბილისში, საცხოვრებელ ბინებში, 2915 კუსტარულად დამონტაჟებული და აკრძალული, ღიაკამერიანი გაზგამათბობელი და წყალგამაცხელებელი ჩაჭრეს. ამის შესახებ „ ყაზტრანსგაზ-თბილისის“ მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკიდან ირკვევა.
„ბინის მეპატრონეთა დიდი ნაწილი, სადაც გაზის დანადგარები ქსელიდან ჩაიხსნა, ერთხელ უკვე იყო გაფრთხილებული და ინფორმირებული მოსალოდნელ საფრთხეებზე, თუმცა განმეორებითი შემოწმების დროს, სპეციალისტებს ბინებში კვლავ დახვდათ გაზის ქსელზე თვითნებურად მიერთებული საშიში ღიაკამერიანი გაზგამათბობლები და წყალგამაცხელებლები.
კომპანია „ყაზტრანსგაზ – თბილისი“კიდევ ერთხელ გაფრთხილებთ: კუსტარულად, თვითნებურად მიერთებული და ღიაკამერიანი გაზდანადგარები კატეგორიულად დაუშვებელი და საშიშია, როგორც თქვენი ოჯახის წევრებისთვის, ისე თქვენი მეზობლებისთვის.
მარტის თვეში, ყველაზე მეტი კუსტარულად დამონტაჟებული დანადგარი სამგორში ( 585); ჩუღურეთში ( 430 ) და სანზონაში ( 332) ჩაიხსნა.
რაიონების მიხედვით, მარტის თვის სტატისტიკა ასე გამოიყურება: სამგორში – 585; ჩუღურეთში – 430; სანზონაში – 332; ისანში – 287;ნაძალადევში – 284;გლდანში – 231;მთაწმინდაზე – 194; კრწანისში – 165; ვაზისუბანში – 145; ვაკეში – 96; დიდუბეში – 58; ნუცუბიძეზე – 49; წყნეთში – 34; დიღომში – 25;