მამუკა ბახტაძე: გვაქვს ეკოლოგიური პრობლემები, თუმცა გვაქვს გეგმაც, როგორ დავძლიოთ ეს გამოწვევები

,,ჩვენ გვაქვს ეკოლოგიური პრობლემები საქართველოში, თუმცა გვაქვს გეგმა, თუ როგორ უნდა დავძლიოთ ეს გამოწვევები,” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ეკო მიმართულებით მომუშავე პირველი ინდუსტრიული ბიზნესჯგუფის პრეზენტაციაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, 21-ე საუკუნეში, რომლის ხელწერა მაღალი ტექნოლოგიები და სწრაფი განვითარება იქნება, განსაკუთრებულ გამოწვევას საქართველოს უნიკალური ბუნების შენარჩუნება წარმოადგენს.

„რამდენიმე თვის წინ დავაანონსეთ ჩვენი მთავრობის ხედვა მწვანე ეკონომიკასთან და მწვანე პოლიტიკასთან დაკავშირებით. ამავედროს ავიღეთ ვალდებულება, რომ წლობით დაგროვილ ეკოლოგიურ პრობლემებს გადავჭრიდით და სწორედ მწვანე ეკონომიკა გახდებოდა ჩვენი ეროვნული ეკონომიკის მამოძრავებელი ძალა. მე ყოველთვის ვამბობდი და დღესაც მინდა გავიმეორო – საქართველოს აქვს ორი სიმდიდრე – პირველი ეს არის ჩვენი საზოგადოება და მეორე – ეს არის ჩვენი უნიკალური ბუნება.ქართველადამიანს ყოველთვის განსაკუთრებული სულიერი კავშირი ჰქონდა ბუნებასთან და ქართველები ყოველთვის ჰარმონიულად ცხოვრობდნენ ბუნებაში. 21-ე საუკუნეში, რომლის ხელწერა იქნება მაღალი ტექნოლოგიები და სწრაფი განვითარება, ჩვენთვის განსაკუთრებული გამოწვევაა, რომ ჩვენი უნიკალური ბუნება შევუნარჩუნოთ და გადავცეთ მომავალ თაობებს. დიახ, ჩვენ გვაქვს ეკოლოგიური პრობლემები საქართველოში და ამავე დროს ჩვენ გვაქვს გეგმა, თუ როგორ უნდა დავძლიოთ ეს გამოწვევები. უფრო მეტიც, როგორ გახდეს საქართველო მოწინავე ქვეყანა თავისი მწვანე ეკონომიკით“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პირველი ინდუსტრიული ბიზნესჯგუფის პრეზენტაცია აბანოთუბანში გაიმართა.

საქართველოს ბაზარზე ოპერირებას იწყებს ჰოლდინგი, რომელიც აერთიანებს ისეთ კომპანიებს, როგორებიცაა: aienergy-ს, aicar-ი aipower-სა და aiproduction. ჰოლდინგი არამხოლოდ საქართველოში, არამედ ამიერკავკასიაში პირველი ინდუსტრიული ბიზნეს ჯგუფია, რომელიც ეკოლოგიურიმიმართულებების პროექტებში კომპლექსურად იწყებს ინვესტიციეის განხორციელებას.

აღსანიშნავია, რომ ჰოლდინგი მოიცავს „ქარშეარინგის“, ელექტროდამტენების და მზის პანელების დამონტაჟების სერვისს დაკომპანიის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება საქართველოში ელექტრომობილების წარმოების დაწყებაა. სულ რამოდენიმე დღისწინ აღნიშნულ საკითხზე გაფორმდა მემორანდუმი კომაპნია Aigroup-სა და უმსხივლეს 157 წლიანი ინდუსტრიული ისტორიისმქონე, ჩინურ კომპანია Changan-ს შორის.

მემორანდუმის საფუძველზე, ქართული ბრენდით ელექტრომობილი პირველად შეიქმნება, რომლის გამოშვებაც წლის ბოლოსთვის იგეგმება.

პრემიერმინისტრი აბანოთუბანში გამართულ პრეზენტაციაზე თბილისის მერთად ერთად იმყოფებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები