შსს-მ მონტენეგროს სამთავრობო დელეგაციას უმასპინძლა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ მონტენეგროს სამთავრობო დელეგაციას უმასპინძლა.
შს სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, დელეგაციის ვიზიტის მიზანს „საქართველოს მთავრობასა და მონტენეგროს მთავრობას შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ შეთანხმების“ პროექტთან დაკავშირებით, ოფიციალური მოლაპარაკებების გამართვა წარმოადგენდა.
მხარეებმა დეტალურად განიხილეს შეთანხმების ტექსტი და მისი დებულებები შეაჯერეს. შესაბამისი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შემდეგ, შეთანხმება მომზადდება ხელმოსაწერად.
ვიზიტის ფარგლებში, მონტენეგროს დელეგაცია, უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით გამოცდილების გაზიარების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს ესტუმრა, . მიგრაციის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა სტუმრებს ქვეყანაში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი პირების გაძევების პროცედურები გააცნეს, ასევე, განიხილეს რეადმისიის შეთანხმებების იმპლემენტაციასთან დაკავშირებული საკითხები და რეადმისიის მართვის ელექტრონულ პროგრამას გაეცნენ .

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები