რეჟისორი და სცენარის ავტორი, ერეკლე ბადურაშვილი გარდაიცვალა
57 წლის ასაკში, რეჟისორი და სცენარის ავტორი, ერეკლე ბადურაშვილი გარდაიცვალა. ეროვნული კინოცენტრი მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს მის ოჯახს.
ერეკლე ბადურაშვილი, რომელიც არაერთი ფილმის ავტორია, ბოლო პერიოდში, თავის ახალ სრულმეტრაჟიან ფილმზე – “ხიდი” მუშაობდა, რომელიც საქართველო-თურქეთის კოპროდუქციაა.
ერეკლე ბადურაშვილი დამდგმელი რეჟისორია ფილმებისა: „ავტოპორტრეტი“(1987), „ცოდვის დღესასწაული“ (1990), „თბილისი ჩემი სახლია“(1994), „კიდევ ერთი ქართული ისტორია“ (2003); სცენარის ავტორია ფილმების: „ავტოპორტრეტი“(1987), „ცოდვის დღესასწაული“ (1990); გადაღებულია ფილმში: „მატარებელი“ (2001).