მამაკაცი, რომელმაც ხაშურში ცოლს მრავლობითი ჭრილობები მიაყენა, დანაშაულს აღიარებს

მამაკაცი, რომელმაც მეუღლეს დანით ექვსი ჭრილობა მიაყენა, დაკავებულია – ამის შესახებ “კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს.
უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 11 პრიმა 19-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. დანაშაული 13-დან 17 წლამდე პატიმრობას გულისხმობს.
დაკავებული მამაკაცი ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა.
ოჯახური ძალადობის მსხვერპლი, 33 წლის ქალი, ხაშურის საავადმყოფოშია მოთავსებული. მედიკოსების განმარტებით, ახალგაზრდა ქალს დაზიანებული აქვს რამდენიმე ორგანო.
როგორც ხაშურის საავადმყოფოს ექიმები აღნიშნავენ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები