ფოთში, ზღვის სანაპიროზე გიგანტური კუ იპოვეს

0

ფოთში, ნაბადის უბანში, ზღვის სანაპიროზე გიგანტური კუ იპოვეს. როგორც თვითმხილველები ყვებიან, კუ ერთ-ერთმა ადგილობრივმა ზღვის სანაპიროზე გამორიყული ნახა. ის დაახლოებით ორი მეტრი სიგრძისა იყო და 70 კილოგრამამდე იწონიდა. თვითმხილველების ცნობით, კუს მპოვნელის სახლიდან რეპტილია მოგვიანებით სხვა პირებმა წაიყვანეს.

ამ ეტაპზე უცნობია, სად გადაიყვანეს გიგანტური კუ.

კომენტარები

კომენტარი