შპს „ნიკორადან“ 240 კგ-ზე მეტი ვადაგასული ხორცი ამოიღეს (ვიდეო)

სურსათის ეროვნული სააგენტო ხორცის სარეალიზაციო ობიექტების შემოწმებას კვლავ აგრძელებს.
თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტორებმა ხორცის საბითუმო სარეალიზაციო ობიექტებში დარღვევები გამოავლინეს. ამის შესახებ ინფორმაცის სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
„ორ ბიზნესოპერატორთან – შპს „დადუ”-სა და „შპს „ინა”-ში კრიტიკული შეუსაბამობები დაფიქსირდა, შპს „ნიკორადან“ (აღნიშნულ შპს-ს არავითარი კავშირი აქვს მაღაზიათა ქსელ „ნიკორასთან”) ამოღებულია 240 კგ-ზე მეტი ვადაგასული ხორცი, შპს „მირო”-ში აღმოჩენილია საეჭვო წარმომავლობის ხორცი ჯანმრთელობის ნიშანდების გარეშე.
აღნიშნული ბიზნესოპერატორები კანონმდებლობის შესაბამისად დაჯარიმდნენ, 1 ტონამდე ხორცი კი დაილუქა და, სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორების ზედამხედველობით, განადგურდება“, – აცხადებენ სააგენტოში.
მათივე ცნობით, შემოწმების შედეგად, აგლაძის ქუჩაზე მდებარე ხორცის საბითუმო სარეალიზაციო ობიექტებში – შპს „ჯი ემ ენ ხორცპროდუქტებსა” და შპს „ახალი ხორცში” დარღვევები არ დაფიქსირებულა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები