მერაბ ქვარაია: დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამ პროექტს ბოლომდე მივიყვანთ

0

ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია პარლამენტის პლენარულ სხდომაზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის დღევანდელ გამოსვლას აფასებს.

ქვარაიას თქმით, ანაკლიის პროექტი რეალურად აუცილებლად განხორციელდება:

„გარდა იმისა, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობას უდიდესი გეოპოლიტიკური და ეკონომიკური მნიშვნელობა აქვს, მის განხორციელებას, როგორც დასაქმების წყაროს, ელოდება უამრავი ადამიანი ზუგდიდში და სამეგრელოში. რეალურად ათწლეულები მიდიოდა საუბარი ანაკლიის პორტზე, როგორც იდეაზე, მაგრამ მხოლოდ ჩვენი ხელისუფლების პირობებში აღმოგვაჩნდა პოლიტიკური ნება, სხვა მრავალ მნიშვნელოვან ფაქტორთან ერთად, რაც ასეთი მეგაპროექტის განხორციელებას სჭირდება და დავიწყეთ ანაკლიის პორტის რეალური განხორციელება. შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამ პროექტს ბოლომდე მივიყვანთ”, – განაცხადა ქვარაიამ.

ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტთან დაკავშირებით დღეს პლენარულ სხდომაზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს, მაია ცქიტიშვილს მოუსმინეს. აღნიშნულ საკითხზე სასაუბროდ ცქიტიშვილი პარლამენტში საკუთარი ინიციატივით მივიდა.

კომენტარები

კომენტარი