ლარი დოლართან მიმართებით 0.0023 პუნქტით გამყარდა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებით 0.0023 პუნქტით გამყარდა.
1 აშშ დოლარის ფასი 2.6793 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ძველი კურსის მიხედვით, 1 აშშ დოლარი 2.6816 ლარი ღირდა.
0.0076 პუნქტით გაუფასურდა ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებით და მისი ღირებულება 3.0515 ლარი გახდა. ძველი კურსით, 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.0439 ლარი იყო.