„თი-ბი-სის“ აქციების ფასი, დაახლოებით, 33%-ით გაიზარდა

„თი-ბი-სის“ აქციების ფასი, დაახლოებით, 33%-ით გაიზარდა. ლონდონის საფონდო ბირჟაზე აქციის ფასი, ბოლო სამი თვის მანძილზე, ყველაზე დაბალი – 12.9 ფუნტი იყო; ამ დროისთვის კი, 4 ფუნტით გაძვირდა. აქციების ფასის ვარდნა 14 თებერვალს დაიწყო. სწორედ ამ დროს გახდა ცნობილი, რომ ეროვნული ბანკი “თი-ბი-სი” ბანკის სამეთვალყურეო საბჭოდან მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის გადაყენებას ითხოვდა.

საქართველოს გენერალური პროკურატურა „თი-ბი-სი” ბანკის საქმესთან“ დაკავშირებით გამოძიებას უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე აწარმოებს. საუბარია 17 მილიონ დოლარზე.

“თი-ბი-სი” ბანკისა და “ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ვიდრე “თი-ბი-სი” ბანკის საქმეს” ნათელი არ მოეფინება, ანაკლიის პორტის პროექტი ვერ გახორციელდება. ანაკლიაში, ღრმაწყლოვანი პორტის მასშტაბური საზღვაო სამშენებლო სამუშაოები დაიწყო. სანაპიროზე იმუშავებს მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი დამაღრმავებელი გემი, „ათენა“, რომელიც უკვე საქართველოშია.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა 2017 წლის დეკემბერში, ადრეული სახმელეთო სამუშაოებით დაიწყო. პორტის პირველი ფაზის მშენებლობის დასრულება და პირველი გემების მიღება 2020 წლის ბოლოსკენ იგეგმება.

წყარო:

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები