მაგდა პაპიძეს ოპერაცია ჩაუტარდა

მეუღლისა და შვილის მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულ მაგდა პაპიძეს მარცხენა თვალზე ოპერაცია ჩაუტარდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია – ამის შესახებ „კვირას“ სპეციალური პენიტენციური სამსახურის პრესსამსახურიდან აცნობეს.
ამასთან, უწყების პრესსამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, მაგდა პაპიძეს აქვს შაქრიანი დიაბეტი, უტარდება ინსულინოთერაპია და უზრუნველყოფილია სპეციალური დიეტური კვებით. „მსჯავრდებულ მაგდა პაპიძეს, N 5 დაწესებულებაში შემოსვლიდან დღემდე, არაერთხელ გაეწია სამედიცინო მომსახურება სხვადასხვა პროფილის ექიმების მიერ. მსჯავრდებულს აქვს შაქრიანი დიაბეტი – ტიპი I. შესაბამისად, უტარდება ინსულინოთერაპია და უზრუნველყოფილია სპეციალური დიეტური კვებით. მსჯავრდებულის მკურნალობა მიმდინარეობს ოფთალმოლოგიური პროფილითაც – სხვადასხვა დროს, დაუდგინდა მარცხენა თვალის რამდენიმე დაავადება (მინისებრი სხეულის შემღვრევა; რქოვანას ნაწილობრივი შემღვრევა, კერატიტის შემდგომი მდგომარეობა; მშრალი თვალის სინდრომი; კერატიტი; დაუზუსტებელი გლაუკომა; ასტიგმატიზმი). შესაბამისად, მაგდა პაპიძე მკურნალობს სამოქალაქო სექტორის კლინიკაში – შ.პ.ს. „ჩიჩუების სამედიცინო ცენტრ მზერა“. ჩატარებული აქვს მედიკამენტური მკურნალობა. ასევე, მიმდინარე წლის 15 იანვარს, მსჯავრდებულს ჩაუტარდა ოპერაცია (მარცხენა თვალის ეროზიის გადაფარვა ამნიონის მემბრანით). ამ ეტაპზე, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მაგდა პაპიძე, ამჟამად პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება. მას ოფთალმოლოგიური (ოფთასიალი, რიბოლიზინი, ლეკროლინი) მკურნალობა უტარდება. დაგეგმილია გეგმური ვიზიტი ნეფროლოგთან, ასევე – საკონტროლო ვიზიტი ოფთალმოლოგთან“, – ნათქვამია სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები