დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, შესაძლოა, „რადიო თავისუფლების“ ქართული ბიურო დაიხუროს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი კონგრესს საერთაშორისო მაუწყებლობის ბიუჯეტის 22-პროცენტიან შემცირებასა და სამი სამსახურის გაუქმებას სთავაზობს. თეთრი სახლის მიერ კონგრესში გაგზავნილი ბიუჯეტის პირველადი პროექტი აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტოს (USAGM) გვერდზე 18 მარტს გამოქვეყნდა.
ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, 2020 წელს “რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების” ბიუჯეტის 124 მილიონიდან 87 მილიონამდე შემცირებაა შეთავაზებული.
„რადიო თავისუფლების“ ქართული ბიუროს ოფიციალური განცხადების თანახმად, აღნიშნული შემცირებით, 2020 ფინანსური წლისთვის, უქმდება ქართული, თათარ-ბაშკირული და ჩრდილო-კავკასიური სამსახურები; ბალკანეთის სამსახურში კი უნდა გაუქმდეს მონტენეგროსა და მაკედონიის მიმართულებები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები