კახა წიქარიშვილი: სასამართლოში „ორი კლანი“ არსებობდა, რომლის დამარცხება ნონო გვენეტაძემ ვერ შეძლო

უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის ყოფილი მრჩეველი, კახა წიქარიშვილი, სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს.
კახა წიქარიშვილის განცხადებით, სასამართლოში „ორი კლანი“ არსებობდა, რომლის დამარცხება ნონო გვენეტაძემ ვერ შეძლო.
მისივე თქმით, სწორედ ამიტომ, იძულებული გახდა ნინო გვენეტაძე, ამ კლანთან ეთანამშრომლა.
„არ ვიცი, ჩემი განცხადება რამდენად სკანდალური იყო, ვინაიდან საზოგადოებამ უკვე მოისმინა ნინო გვენეტაძის განცხადება, რომელიც გააკეთა ცოტა ხნით ადრე, წასვლამდე. რამდენიმე თვით ადრე განაცხადა, რომ ის იყო ძალადობის მსხვერპლი და ეს თვითონ საჯარო სივრცეში აღნიშნა. რაც შეეხება იმას, იმყოფება თუ არა ის, ამჟამად, საფრთხის ქვეშ – ამას ნამდვილად ვერ გეტყვით. მე მას, რამდენჯერმე, გავუგზავნე მეილი და ვთხოვე შეხედრა, მაგრამ, ჯერჯერობით, ვერ შევხვდი. მინდა, უბრალოდ, ვთხოვო, რომ თუ ის იქნება მზად, გამოვიდეს საჯარო სიცრცეში და თავისი აზრი დააფიქსიროს სასამართლო სისტემაში არსებული მდგომარეობის თაობაზე. ეს, მე ვფიქრობ, ძალიან დაეხმარება საზოგადოებას, რათა გაიგოს, რეალურად, რა ხდება სასამართლოში. რაც შეეხება წინა მოვლენებს – მე შემიძლია, დაგიდადტუროთ, რომ ვიყავი მისი თანაშემწე, მრჩეველი და ერთად ვგეგმავდით მთელ რიგ ღონისძიებებს კლანის წინააღმდეგ ბრძოლაში, რაც სასამართლოში დღეს არის გაბატონებული. მაგრამ, სამწუხაროდ, გვენეტაძის სტრატეგიამ არ გაამართლა. მან ჩემგან განსხვავებული სტრატეგია აირჩია. მან ვერ შეძლო ამ კლანის დამარცხება და იძულებული გახდა, რომ ეთანამშრომლა ამ კლანთან. ამ თანამშრომლობამ ბოლოს მიაღწია რაღაც პიკამდე. ეტყობა, გარკვეული მორალური მაქსიმუმი იყო მისთვის და, ამ ზღვარის შემდეგ, ის წამოვიდა სასამართლოდან“, – განაცხადა კახა წიქარიშვილმა.
მისივე განმარტებით, სასამართლოში, იმ დროისთვის, არსებობდა ორი კლანი – ეს იყო ცერცვაძისა და ჩინჩალაძის კლანი, რომელიც, დიდი ხანია, უკვე სასამართლოშია ჩამოყალიბებული.
„რეალურად, ძალთა ბალანსი ასე იყო გადანაწილებული: ცერცვაძე იყო სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე, ჩინჩალაძე იყო უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე. მათ ჰყავდათ თავიანთი ჯგუფები და ამ ჯგუფების მეშვეობით მართავდნენ სასამართლოს.
2012 წლამდე, ამ ჯგუფების მეშვეობოთ ხდებოდა, რეალურად, იმ ცუდი საქმეების კეთება, რომლებსაც კობახიძე მოიხსენიებს მილიონ ცუდ საქმედ”, – განაცხადა კახა წიქარიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები