საპატრიარქო სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან სასულიერო პირების გათავისუფლების მომხრეა

0

“საქართველოს საპატრიარქო სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან სასულიერო პირების გათავისუფლების მომხრეა”, – ამის შესახებ საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
„სასულიერო პირების სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან განთავისუფლება საყოველთაოდ მიღებული პრაქტიკაა და ჩვენ მას მხარს ვუჭერთ. სახელმწიფოში, ასევე, გარანტირებული უნდა იყოს არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახური.
ამასთან, უნდა გატარდეს შესაბამისი ზომები, რათა ეს პრაქტიკა არ იქნას გამოყენებული ფსევდორელიგიური იურიდიული პირების მიერ თავიანთი ვიწრო მერკანტილური ინტერესებისათვის, რაც რელიგიურობით მანიპულაციასა და აშკარა ანტისახელმწიფოებრივ ქმედებას წარმოადგენს“, – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი, პარლამენტს სთავაზობს, გაუქმდეს საკანონმდებლო ნორმა, რომლითაც მღვდელმსახურები სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადებით სარგებლობდნენ. სესიაშვილის მიერ ინიცირებული კანონპროექტით, ჯარისგან თავის დაღწევას მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდლები შეძლებენ.

კომენტარები

კომენტარი