“დასკვნა, რომელიც, ვენეციის კომისიის მხრიდან, უახლოეს დღეებში გვექნება, მოხსნის ყოველგვარ სუბიექტურ კითხვებს პროექტზე”

“დასკვნა, რომელიც, ვენეციის კომისიის მხრიდან, უახლოეს დღეებში გვექნება, მოხსნის ყოველგვარ სუბიექტურ კითხვებს პროექტზე”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ, მოსამართლეთა შერჩევის საკითხთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებულ კანონპროექტზე განაცხადა.
“ჩვენი ინიციატივა იყო, ვენეციის კომისიის დასკვნა და შეფასებები ყოფილიყო ჩვენს პროექტზე, რადგან ვენეციის კომისია არის ყველაზე ავტორიტეტული და მიუკერძოებელი შემფასებელი. დასკვნა, რომელიც, ვენეციის კომისიის მხრიდან, უახლოეს დღეებში გვექნება, მოხსნის ყოველგვარ სუბიექტურ კითხვებს პროექტზე. რაც შეეხება დასკვნისა და რეკომენდაციების გათვალისწინებას – დღეს მხოლოდ განხილვა იწყება და რეკომენდაციებს გავითვალისწინებთ, თუ ასეთი იქნება დასკვნაში“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. მისივე თქმით, მონაწილეობა იქნება გახსნილი და მოსამართლეობის კანდიდატთა სიის შედგენა გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტით მოხდება. მოსამართლეობის კანდიდატებთან ინდივიდური გასაუბრება იქნება და თითოეულ კანდიდატურას ცალ-ცალკე ეყრება კენჭი. “კანონპროექტი საზოგადოების ყველა მოთხოვნას ითვალისწინებს“, – აღნიშნა თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები