გიორგი ქობულია: ჰონგკონგის ბიზნესის წარმომადგენლები ჩვენი ეკონომიკის რამდენიმე ძირითადი სექტორის შესწავლით არიან დაინტერესებული

,,იმედი გვაქვს, ჰონგკონგი ჩვენი მნიშვნელოვანი სავაჭრო და ბიზნესპარტნიორი გახდება,”- ამის შესახებ ეკონმიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი ქობულიამ ჰონგკონგის ბიზნესდელეგაციასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, უმაღლესი რანგის ბიზნესდელეგაცია ეცნობა იმ ბიზნეს და საინვესტიციო შესაძლებლობებს, რაც ხელს შეუწყობს საქართველოსა და ჰონგკონგის სპეციალურ ადმინისტრაციულ ერთეულებს შორის სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას, მათ შორის, ისეთ საკვანძო სექტორებში, როგორებიცაა: ინვესტიციები, ტურიზმი, მეწარმეობა და ა.შ.

,,ჰონგკონგის ბიზნესდელეგაციამ ჩვენი ქვეყნის მრავალი სექტორით დიდი დაინტერესება გამოხატა. ბევრი კითხვა იყო ენერგეტიკის, წარმოების, ტექნოლოგიების, IT-ის სექტორების მიმართულებით. მათ ძირითადად აინტერესებთ, თუ რით არის გამორჩეული ჩვენი ქვეყნის ბიზნესგარემო, რით ვჯობივართ, რით გავუწევთ კონკურენციას სხვა ლოკაციებს ბიზნესის გასავითარებლად. ამ კიტხვებზზე ჩვენგან საკმაოდ დეტალური პასუხები მიიღეს. კმაყოფილება გამოხატეს და შემდგომ ნაბიჯებს ველოდებით. იმედი გვაქვს, რომ ჰონგკონგი ჩვენი ერთერთი ძირითადი სავაჭრო და ბიზნესპარტნიორი გახდება,”- განაცხადა გიორგი ქობულიამ.

ჰონგკონგის ბიზნესდელეგაცია საქართველოში 18 მარტს ჩამოვიდა. ვიზიტის ფარგლებში ეკონომიკის სამინისტროს სააგენტოს ,,აწარმოე საქართველოში” ორგანიზებით გაიმართა ბიზნესფორუმი Investment Opportunities in Georgia, სადაც მნიშვნელოვანი პრეზენტაციები ჩატარდა საქართველოს ბიზნესგარემოს, საინვესტიციო პოტენციალის, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშემწყობი სამთავრობო პროგრამების, ასევე სააგენტოს საქმიანობის შესახებ.

ვიზიტის ფარგლებში ჰონგკონგის დელეგაცია სხვადასხვა თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებს ეწვევა თბილისსა და ფოთში და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებელი კორპორაციის წარმომადგენლებს შეხვდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები