„საპარტნიორო ფონდის“ საქმიანობას ჰონგ-კონგის ბიზნესდელეგაცია გაეცნო

ჰონგ-კონგის უმაღლესი რანგის ბიზნესდელეგაციას „საპარტნიორო ფონდის“ საქმიანობა და პროექტები ფონდის საინვესტიციო დეპარტამენტის დირექტორმა, ნინო ჩოლოყაშვილმა გააცნო. თბილისში გამართული საქართველო-ჰონგ-კონგის ბიზნესფორუმი ქვეყნის საინვესტიციო შესაძლებლობებს მიეძღვნა. როგორც “კვირას” “საპარტნიორო ფონდიდან” აცნობეს, საქართველო-ჰონგ-კონგის ბიზნესფორუმი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით გაიმართა. თბილისში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ჰონგ-კონგის ოფიციალურ დელეგაციას ჰონგ-კონგის სპეციალური ადმინისტრაციული მთავრობის კომერციისა და ეკონომიკური განვითარების მინისტრი ხელმძღვანელობს. ჰონგ-კონგის უმაღლესი რანგის ბიზნესდელეგაციის ვიზიტის მიზანია, გაეცნონ იმ საინვესტიციო შესაძლებლობებს, რომლებსაც, „ერთი გზა, ერთი სარტყელის“ ინიციატივის ფარგლებში, საქართველო ინვესტორებს სთავაზობს. ბიზნესფორუმზე მხარეებმა საქართველოსა და ჰონგ-კონგს შორის სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების შესახებ ისაუბრეს; კერძოდ, ისეთ საკვანძო სექტორებში, როგორებიცაა ინვესტიციები, ტურიზმი, მეწარმეობა და ა.შ. ჰონგ-კონგის დელეგაციის წევრებმა თბილისში გამართულ ბიზნესფორუმზე საქართველოს სხვადასხვა ბიზნესსექტორში პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავებისთვის მზადყოფნა გამოთქვეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები