ეკა ბესელია უმრავლესობის დეპუტატებს: მე კი ნუ მევაჟკაცებით, რომ მაგარი ბიჭები ხართ, აგერ არის ბურთი და მოედანი

“დღეს რომ რიხიანად გველაპარაკებით, გაჩუმდით მაინც ამ თემაზე. სადაც მე ვზივარ, იქ მაინც უხერხულობა იგრძენით და ნუღარ მელაპარაკებით ამაზე”, – ამის შესახებ დეპუტატმა ეკა ბესელიამ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა საკითხთან დაკავშირებით დავით მათიკაშვილს, ანრი ოხანაშვილსა და მამუკა მდინარაძეს მიმართა.
„მეხსიერებაზე ლიბრი გადამეკრა, რომ ვერაფრით გავიხსენე, სად ხდებოდა ეს ბრძოლის პოლიგონი. „ქართუს“ საქმეებზე სასამართლოში პროცესებს რომ ვაწარმოებდი 2011 წელს, „ქართუს“ არცერთი იურისტი გამოვიდა სათანამშრომლოდ. სად იყავით ასე ინკოგნიტოდ ჩადრჩამოფარებულები, რომ ვერავინ დაგინახათ და დაგიმახსოვრათ? ახლა ხომ ხართ სამზეოზე გამოსულები, გაბედეთ, რომელიმე პრინციპული შენიშვნა გაითვალისწინეთ და გაიზიარეთ. მე კი ნუ მევაჟკაცებით, რომ მაგარი ბიჭები ხართ. აგერ არის ბურთი და მოედანი. თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებიც სიას კი ვერ აჩერებენ, იმ სიას ფიანდაზად გაეგებოდნენ. მაგრამ მადლობა ღმერთს, რომ ისე ვერ დამთავრდა, როგორც ვიღაცებს უნდოდათ და ვერც ისე დამთავრდება, როგორც ვიღაცებს ახლა ჰგონიათ, რომ დამთავრდება“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები