ქარბუქი და თოვლის მასის ჩამოშლა – კობი-გუდაურის გზის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა აიკრძალა

კობი-გუდაურის საავტომობილო გზის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა აიკრძალა.
როგორც „კვირას“ შსს-დან აცნობეს, აკრძალვის მიზეზი ქარბუქი და თოვლის მასის ჩამოშლა გახდა.
„საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ, ქარბუქის და თოვლის მასის ჩამოშლის გამო, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში – კერძოდ, კობი-გუდაურის საავტომობილო გზის მონაკვეთზე – ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა ორივე მიმართულებით აიკრძალა. მოქალაქეებს მოვუწოდებთ, დაემორჩილონ საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მითითებებს“, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები