მარიამ ჯაში: მისასალმებელია, რომ, შსს-ს კანონპროექტით, სქესობრივ დანაშაულში მხილებულთა განათლების სისტემაში დასაქმების პრევენცია მოხდება

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ინიცირებული ახალი კანონპროექტის შესახებ ისაუბრა, რომელიც სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის გამკაცრებას ისახავს მიზნად.
„ჩვენი კომიტეტის მანდატს ეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს კანონპროექტში ზოგადი განათლების, ასევე – სკოლამდელი საგანმანათლებლო დაწესებულებებში განათლების დაწესებულებებსა და პროფესიული განათლების სისტემაში იმ პირთა დასაქმების პრევენცია, რომლებიც იყვნენ ნასამართლევი სქესობრივი დანაშაულისა და ძალადობის მუხლებით. შესაბამისად, ჩვენ მხოლოდ მივესალმებით აღნიშნულ ინიციატივას. საბავშვო ბაღებში, სკოლებსა და კოლეჯებში ვერ დასაქმდებიან ადამიანები, რომლებიც იყვნენ ნასამართლევი შესაბამისი სისხლის სამართლის კოდექსის მუხლებით და, ამასთანავე, ძლიერდება მონიტორინგის მექანიზმი. სკოლები და საგანმანათლებლო სისტემა ვალდებულია, რომ გაძლიერდეს დაკვირვების მექანიზმები. ბუნებრივია, ჩვენთვის არის უაღრესად მნიშვნელოვანი, რომ მსგავსი დანაშაულები იყოს მაქსიმალურად შემცირებული და აღმოფხვრილი საგანმანათლებლო სისტემაში”, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები