ბათუმში, თურქული გემის კაპიტანმა დელფინი მოკლა – ის 40 900 ლარით დააჯარიმეს

ბათუმში დელფინის მოკვლისთვის თურქეთის დროშის ქვეშ მცურავი გემის კაპიტანი 40 900 ლარით დაჯარიმდა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.
„მიმდინარე წლის 10 მარტს, ბათუმის სანაპიროსთან მოკლული დელფინი იპოვეს. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოსა და შსს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მიერ ერთობლივად გატარებული ღონისძიებების შედეგად, დადგინდა სამართალდამრღვევი – თურქეთის დროშის ქვეშ მცურავი გემის კაპიტანი. სამართალდამრღვევმა აღიარა ჩადენილი ქმედება. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლების მიერ დამნაშავის მიმართ სამართალდარღვევის ოქმი შედგა“, – აცხადებენ დეპარტამენტში.
მათივე ცნობით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ჩადენილი დანაშაულისთვის სამართალდამრღვევს 40 900 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრა. თანხის გადახდის შემდეგ, გემი საქართველოს საზღვაო წყლებს დატოვებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები