თბილისში, ძლიერი ქარის გამო, საგანგებო სიტუაციების სამსახურში 68 შეტყობინება შევიდა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში, ძლიერი ქარის გამო, 17-18 მარტს, 18 საათის განმავლობაში, 68 შეტყობინება შევიდა – ამის შესახებ სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი.
როგორც საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ, თბილისის მასშტაბით, დაზიანდა შენობა-ნაგებობების სახურავები, ავტომანქანები, სარეკლამო ბანერები, მოგლეჯილია ხეები.
“ძლიერი ქარის გამო, 2019 წლის 17 მარტის 15:00-სთ-დან 18 მარტის 09:00-სთ-მდე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში, თბილისის მასშტაბით, შემოსულია 68 შეტყობინება.
“ქარის გამო დაზიანდა:
• 15 შენობის სახურავი;
• 10 ავტომანქანა;
• 14 ხე;
• 4 სარეკლამო ბილბორდი;
• 1 შუქნიშანი”, – ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები