ევგენია შლიმონოვას საზოგადოების დახმარება ესაჭიროება

სერგო ავადმყოფ დედას უვლის. ყოველდღე უცვლის საფენებს, თეთრეულს მიუხედავად იმისა, რომ თვითონაც ძალიან ცუდად გრძნობს თავს. „დედა ჩემი ცხოვრების აზრია!“, – ამბობს სერგო.

ოთხი თვეა, ევგენია შლიმონოვა მძიმე მდგომარეობაში იმყოფება. 70 წლის ქალს ინსულტი დაემართა; თუმცა, მას ჯანმრთელობის პრობლემები მანამდეც ჰქონდა. ეს ხანდაზმული ქალი უსინათლოა და შვილს მხოლოდ შეხებით ცნობს. დედა-შვილი ნათესავთან ცხოვრობს. ოთახი იმდენად პატარაა, რომ მასში მხოლოდ ორი საწოლი, პატარა მაგიდა და მომცრო ზომის კარადა ეტევა. სერგოს არასაკმარისი კვების შედეგად ქრონიკული ანემია განუვითარდა. მას, ასევე, აწუხებს არითმია და თირკმლის უკმარისობა.

– სერგო, თქვენ გიჭირთ მოხუცის მოვლა. როგორ პოულობთ ამისთვის ძალას?

სხვაგვარად არ შემიძლია! ხანდახან, ისე სუსტად ვარ, ვერ ვდგები. ხოხვით მაინც მივდივარ დედასთან, ვაძლევ წამალს. მას ხომ მხოლოდ ჩემი იმედი აქვს! თუ მე არ დავეხმარები, ის მოკვდება!

– ადგილობრივ მუნიციპალიტეტში თუ მიგიმართავთ დახმარებისთვის?

– მივმართე, მაგრამ მითხრეს, რომ ის მედიკამენტები, რომლებიც დედას სჭირდება, სახელმწიფო პროგრამით არ ფინანსდება. ერთჯერადი დახმარებაც კი არ მოგვცეს!

“მეგობრებო, დავეხმაროთ ამ მოხუც ქალს. არ დავუშვათ, რომ დედა-შვილმა ბოლო იმედი დაკარგოს. ევგენიას ძვირადღირებული მედიკამენტები სჭირდება, ჰიგიენის საშუალებები, საკვები პროდუქტები. გვერწმუნეთ, ყველაზე მცირე დახმარებაც კი მნიშვნელოვანია მათთვის! ფონდის ანგარიშია GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ევგენია შლიმონოვა) შესაძლებელია, ასევე, გადარიცხვა პირდაპირ საიტიდან  “, – აცხადებენ ფონდში.

R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები