როდის გამოიდარებს საქართველოში – ამინდის პროგნოზი

ხვალ, დღის მეორე ნახევრიდან, დასავლეთ საქართველოში გამოიდარებს, აღმოსავლეთ საქართველოში კი გამოდარება 20 მარტიდანაა მოსალოდნელი. ამის შესახებ „კვირას“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა, დოდო გვაზავამ განუცხადა.
მისი თქმით, აღმოსავლეთ საქართველოში თბილი ამინდი 22 მარტის დღის პირველ ნახევრამდე შენარჩუნდება, დასავლეთში კი – 21 მარტის ჩათვლით.
“დასავლეთ საქართველოში ხვალ დღისით გამოიდარებს და კარგი ამინდი 21 მარტის ჩათვლით შენარჩუნდება. ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს დაბლობ რაიონებში. მოსალოდნელია 18-20 გრადუსამდე სითბოც. რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს – აღმოსავლეთ რაიონებში (კახეთში, ასევე – დედაქალაქ თბილისშიც), ხვალ, მოსალოდნელია მცირე წვიმა, მაღალ მთაში – თოვლი. დღეს, ქარის სიმძლავრე ეტაპობრივად შესუსტდება, საღამოს საათებში ჩადგება და გამოიდარებს, მათ შორის – დედაქალაქშიც. გამოდარება მოსალოდნელია 22 მარტის დღის პირველ ნახევრამდე”, – განუცხადა “კვირას” დოდო გვაზავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები