სოფლის განვითარების უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გიორგი ხანიშვილმა გახსნა

საქართველოს სოფლის განვითარების უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა საბჭოს თავმჯდომარემ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა გახსნა.
მისასალმებელ სიტყვაში მინისტრის პირველმა მოადგილემ ევროკავშირს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
საქართველოს სოფლის განვითარების უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს სხდომის ფარგლებში, სამინისტროს პოლიტიკისა და ანალიტიკის დეპარტამენტის უფროსმა, საბჭოს მდივანმა, ეკატერინე ზვიადაძემ, საქართველოს სოფლის განვითარების 2017-2020 წლების სტრატეგიის 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმის 2018 წლის შესრულების წლიური ანგარიში წარადგინა.
როგორც აღინიშნა, საქართველოს სოფლის განვითარების 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმის პრიორიტეტული მიმართულებები სოფლად ეკონომიკისა და კონკურენტუნარიანობის ზრდა, სოციალური პირობებისა და ცხოვრების დონის გაუმჯობესება და გარემოს დაცვა და ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვა იყო.
სოფლის განვითარების 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმის 2018 წლის შესრულების ანგარიშის წარმოდგენისას, ყურადღება ახალი სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწყობის, საწარმოების აშენება-გადაიარაღების, აგროდაზღვევის, კოოპერატიული მეურნეობების მხარდაჭერის, მრავალწლიანი ინტენსიური ბაღების გაშენების, საზოგადოებასთან აქტიური კომუნიკაციის საკითხებზე გამახვილდა.
გარემოს დაცვის ნაწილში, ეკატერინე ზვიადაძემ დაცული ტერიტორიების, ტყის, წყლისა და სხვა რესურსების მდგრადი მართვის, გარემოს დაბინძურების მონიტორინგის, ჰიდრომეტეოროლოგიური დაკვირვების წარმოებისა და ყოველწლიური გეოლოგიური მონიტორინგის საკითხების მიმართულებებით შესრულებულ სამუშაოებზე ისაუბრა.
საქართველოს სოფლის განვითარების უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს სხდომის ფარგლებში, საქართველოს სოფლის განვითარების 2017-2020 წლების სტრატეგიის 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმის 2018 წლის შესრულების წლიური ანგარიში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, იუსტიციისა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროების წარმომადგენელმა პირებმა წარმოადგინეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები