თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება, დროებით, შეეზღუდება

დღეს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
 
“თელასის” ინფორმაცით, შეზღუდვა შეეხება: გლდანის IIIა, V მიკრორაიონების (ნაწილობრივ), სოფელი გლდანის (ნაწილობრვ), წყაროთუბნის, მწვანე, ხევისპირის, კალოუბნის, მუხის, იაკობისა და ჯაბიძის ქუჩების მცხოვრებლებს. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს” კომპანია თელასიდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქერჩის, გმირ კურსანტთა და იპოლიტოვ-ივანოვის ქუჩების მაცხოვრებლებს.
 
მთაწმინდის რაიონში, გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: თავისუფლების მოედნისა და ლეონიძის ქუჩის მაცხოვრებლებს.
 
საბურთალოს რაიონში, გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), დიდი დიღმის I, III მიკრორაიონების (ნაწილობრივ), ბოჭორიშვილის, ოჟიოს, მიროტაძის, კოდორის, აფაქიძის, ფიზკულტურის, მეფე მირიანისა და გიორგი ბრწყინვალეს (ნაწილობრივ) ქუჩების მცხოვრებლებს.
 
სამგორის რაიონში, გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ნავთლუღის დასახლების (ნაწილობრივ), ვარკეთილი-3 ზემო პლატოს, ფიროსმანის, სააკაძის, პეტრიწის, წურწუმიას, ფროსეს, გიორგი მაჩაბელის, ქვილითაიას, თურაშაულისა და გურჯიევის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 II მიკრორაიონისა და გახოკიძის ქუჩის მცხოვრებლებს.
 
ისნის რაიონში, გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:30 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, ღვინის აღმართის, ურბნისის, ისნის, ფერიცვალების, მეტეხისა და დუტუ მეგრელის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
ჩუღურეთის რაიონში, გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 13:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: აგლაძის, გოგოლაურისა და ხოშარაულის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ, აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები