სოფელ ხურვალეთში დავით ქაცარავა არ შეუშვეს

სოფელ ხურვალეთში სამოქალაქო აქტივისტი დავით ქაცარავა არ შეუშვეს. როგორც დავით ქაცარავამ ჟურნალისტებს განუცხადა, სოფელ ხურვალეთში, მის გარეშე, სხვა აქტივისტები და ჟურნალისტები შევიდნენ. მათ სამართალდამცველები ახლავთ. თუმცა, ქაცარავა არ აკონკრეტებს, რატომ არ უშვებენ მას სოფელში. და ამბობს მხოლოდ იმას, რომ იგი ძალოვანი უწყების მოთხოვნას დაემორჩილა.
„შეთანხმება შედგა, ძალიან მოხარული ვარ და მადლობას ვეუბნები ყველა იმ ადამიანს, ყველა იმ თანამდებობის პირს, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო, ეს ყველასთვის საჭირო გადაწყვეტილება იყო, იმისთვის, რომ სიტუაცია საბოლოოდ განიმუხტოს. არავის სჭირდება სიტუაციის და დაძაბულობის ესკალაცია. ჩვენი ჯგუფი 5-კაციანი შემადგენლობით შევა და დაახლოებით ნახევარ საათში ყველაფერი ის გვეცოდინება, რასაც მეორე დღეა ვითხოვთ. მოთხოვნა, რომელიც მე გავითვალისწინე, ეს იყო იმ ადამიანებისგან, ვისთანაც მაქვს კომუნიკაცია ამ სიტუაციასთან დაკავშირებით – ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებს ვგულისხმობ. ეს იყო თხოვნა. არ ვიცი, რას უკავშირდება ეს თხოვნა”, – განაცხადა ქაცარავამ.
ამ წუთებში სოფელ ხურვალეთში, აქტივისტების ნაწილთან ერთად, სამართალდამცავებს ჟურნალისტებიც შეჰყავთ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ სოციალურ ქსელში სამოქალაქო აქტივისტმა, დავით ქაცარავამ ინფორმაცია გაავრცელა, თითქოს სოფელ ხურვალეთში რუსი ოკუპანტები შემოვიდნენ და სოფლის ბოლო დაიკავეს. იგი მოსახლეობას და მინისტრთა კაბინეტს მოუწოდებდა, ხურვალეთში ჩასულიყვნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები