უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ფაქტზე შვიდი პირი პასუხისგებაში მიეცა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ფაქტზე შვიდი პირი პასუხისგებაში მისცეს.
როგორც “კვირას” საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონებში, შესაბამისი ნებართვის გარეშე მოწყობილ აფთიაქებში თერაპიული მედიკამენტების რეალიზაციას ახდენდნენ.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით გრძელდება, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას ვადით 1-დან 3 წლამდე ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები