მამუკა ბახტაძე და ქეთევან ბოჭორიშვილი მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ახალგაზრდა გლობალურ ლიდერთა სიაში მოხვდნენ

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ახალგაზრდა გლობალურ ლიდერთა სიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე შეიყვანეს. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში წერია, რომ ახალგაზრდა ლიდერთა ფორუმი 40 წლამდე ადამიანებს ეძებს, რომლებიც ცვლილებებს ახორციელებენ, აქვთ შორეული ხედვები და მსოფლიოს მდგომარეობის გაუმჯობესების უნარი.

ორგანიზაციის ვებგვერდზე მოცემულია მამუკა ბახტაძის შესახებ ბიოგრაფიული ცნობები და ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ლიბერალური რეფორმების გატარების, ასევე საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების პირობას დებს.

ახალგაზრდა გლობალურ ლიდერთა სიაში მოხვდა „ანაკლია სითის“ აღმასრულებელი დირექტორი, ქეთევან ბოჭორიშვილიც. ბიოგრაფიულ ცნობებთან ერთად, საქართველოს ეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილეზე წერია, რომ არის ბიზნეს გარემოს რეფორმატორი, კორუფციასთან მებრძოლი და არაერთი წარმატებული რეფორმის ავტორი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები