ლელა კურდღელაშვილი ხურვალეთზე: ამ წივილ-კივილით მტერს გავაცინებთ, ზედმეტი პანიკაა და არ ვარგა

აშკარად, ზედმეტი პანიკაა და არ ვარგა, ასეთ ისტერიკას რომ ვიმართებთ,​ – ამის შესახებ ჟურნალისტი ლელა კურდღელაშვილი სოფელ ხურვალეთთან საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების გამოჩენის საკითხზე წერს. შესაბამის პოსტს ის სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

“ხურვალეთის სასაზღვრო ზოლთან ჩვენი პოლიცია და სპეცრაზმია და ჯერ საკონტროლო ხაზი არ არის დარღვეულიო. აშკარად, ზედმეტი პანიკაა და არ ვარგა, ასეთ ისტერიკას რომ ვიმართებთ. უბრალოდ, იმის თქმა მინდა, რომ ამ წივილ-კივილით მტერს გავაცინებთ და ჩვენს ბიჭებს კიდევ, ეჭვებში ჩავაგდებთ!”, – წერს ლელა კურდღელაშვილი.

 ცნობისათვის, სოცქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთთან, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე რუსი სამხედროები იმყოფებოდნენ. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა სუს-მა, სადაც ნათქვამია, რომ უწყება ამ ეტაპზე არ ადასტურებს, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები