არჩილ თალაკვაძე: ორგანიზებულ ნარკოდანაშაულთან ბრძოლაში შსს უკომპრომისოა

 საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ შინაგან საქმეთა სამინისტროს 2019 წლის საქმიანობა, დადებითად შეაფასა და განაცხადა, რომ ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლაში უწყება უკომპრომისოა. მისივე თქმით, შს მინისტრი გახარია და სამინისტროს გუნდი პროგრესულად მუშაობს. “ჩატარებული საპოლიციო მოქმედებებით ჩანს, რომ ორგანიზებულ ნარკოდანაშაულთან შინაგან საქმეთა სამინისტრო უკომპრომისოა. დაფინანსების გაზრდა შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის იყო სწორი ნაბიჯი და მომავალი წლის ბიუჯეტის განხილვისას პარლამენტში, ეს შედეგები იქნება გათვალისწინებული. რეფორმები, რომელსაც მინისტრი გახარია და სამინისტროს გუნდი ახორციელებს, როგორც დანაშაულზე რეაგირების, ასევე დანაშაულის პრევენციის მიმართულებით არის პროგრესული”, – განაცხადა თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები