თამარ ტალიაშვილი: ახალი გენგეგმით, თემქის ხევის ადგილას, თბილისში რეკრეაციული მიზიდულობის ცენტრი შეიქმნება

თბილისის საკრებულოს ნაძალადევის რაიონის (თემქა) მაჟორიტარმა დეპუტატმა თამარ ტალიაშვილმა საკრებულოს სხდომაზე თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საბოლოო ვერსიაზე ისაუბრა. მისი თქმით, გეგნგეგმა, რომელსაც საკრებულო დღეს დაამტკიცებს დედაქალაქში არსებულ ბევრ გამოწვევას პასუხობს.

ტალიაშვილის განცხადებით, დოკუმენტი მის სამაჟორიტარო ოლქში  სოციალურ-ეკონომიკური და ეკოლოგიური პრობლემების მოგვარების რეალური გასაღებია.

„ჩვენი ოპონენტები გენგეგმას კალაძე-ივანიშვილის ბიზნესგეგმას ეძახიან. მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ კალაძე-ივანიშვილი ამ გეგმით ჩემს სამაჟორიტაროში, უზარმაზარ ჭაობად ქცეული თემქის ხევის ადგილას რეგიონული მნიშვნელობის მქონე რეკრეაციულ, მწვანე სივრცეს შექმნიან. ეს უმნიშვნელოვანესია, როგორც თბილისის ზღვის უბანში 100000-მდე ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის, ისე დედაქალაქისთვის. სწორედ ეს გენგეგმა არის ზღვის უბნის სოციაურ-ეკონომიკური და ეკოლოგიური პრობლემების მოგვარების რეალური გასაღები. მე ვრცლად არ ვისაუბრებ იმ ფაქტზე, რომ ოპონენტების მმართველობის პერიოდში თემქის ხევის ადგილას კორპუსების მშენებლობა იგეგმებოდა, თუმცა მათ ეს გაუჭირდათ, რადგან 40 ჰექტრის ამოვსება მარტივი არ აღმოჩნდა. „ისტორიული გზავნილი თბილისს“, ასე დავარქმევდი კენჭისყრისთვის წარმოდგენილ გენგეგმას. ეს დოკუმენტი შექმნის სისტემას, რომელიც გამორიცხავს უწესრიგო ურბანულ გადაწყვეტილებებს, ქაოტურ განაშენიანებასა და დედაქალაქის ეკოსისტემის რღვევას“,- განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები