თბილისში, ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის განვითარების საკითხზე შეხვედრა გაიმართა

თბილისში, ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის განვითარების საკითხებზე სამუშაო ჯგუფის სხდომა გაიმართა. სხდომის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო ყაზახეთის, აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთის, უკრაინისა და პოლონეთის სარკინიგზო ადმინისტრაციების, საერთაშორისო ასოციაციის „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის“ წევრი პორტებისა და სამუშაო ჯგუფში შემავალი ლოგისტიკური კომპანიების წარმომადგენლებმა.

„სამუშაო ჯგუფმა ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის განვითარების გზები, 2019 წლისათვის სატრანსპორტო დერეფნის სატარიფო განაკვეთები, აქტაუსა და ბაქოს პორტებს შორის სარკინიგზო-საფიდერო მიმოსვლის ორგანიზების საკითხები განიხილეს. ასევე იმსჯელეს ტვირთების მოზიდვის სტიმულირების საშუალებებსა და კონტეინერებით ტვირთის გადაზიდვის ორგანიზებისას მხარეთა ურთიერთქმედების რეგლამენტის შეთანხმების აუცილებლობაზე. აღსანიშნავია, რომ ტვირთნაკადის კონტროლის მიზნით შეთანხმება იქნა მიღწეული ინფორმაციის ოპერატიულად გაცვლის სქემაზე“,- აცხადებენ რკინიგზაში.

სამუშაო ჯგუფის შეხვედრის დასასრულების  შემდეგ ხელი შესაბამის ოქმს მოეწერა.  სხდომა 12-13 მარტს, სასტუმრო Radisson Blu Iveria-ში გაიმართა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები